სტიქიას სადაც მომზადებული ხვდებიან, ყოველთვის ნაკლებია მსხვერპლი - ზურაბ ჯავახიშვილი
ქვეყანა სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა - ილიაუნის პროფესორი და გეოფიზიკოსი ზურაბ ჯავახიშვილი რაჭაში მომხდარ ტრაგედიას ტვ პირველის "დღის ამბებში" აფასებს და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელიც ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, სტიქიის ადგილის განაშენიანება სწორად უნდა დაიგეგმოს, რომ შემდგომში მსგავსი ტრაგედიების რისკი შემცირებული იყოს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შოვის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია, აღდგენა, ოღონდ უკვე სწორად, ყველანაირი საფრთხის გათვალისწინებით.
უსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ყოველთვის. როდესაც ვსაუბრობთ დასახლებული პუნქტის გაშენებაზე. ეს უნდა იყოს სწორედ დაგეგმილი, რომ ასეთი კატასტროფები არ განმეორდეს.
კიდევ ერთეხელ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ასეთი მაშტაბის კატასტროფები ყოველთვის იწვევს ზარალს, მაგრამ სადაც მომზადებული ხვდებიან, ყოველთვის ნაკლებია მსხვერპლი - ან გამოირიცხება ან ძალიან მცირე იქნება.
შესაბამისად, აქცენტის გადატანა სამაშველო სამსახურზე კიარა პრევენციაზე უნდა იყოს. აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფფების, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და მათი ინფორმირება. მეეჭვება, დამსვენებლებს წარმოდგენა ჰქონოდათ იმ საფრთხეების შესახებ რაც იქ შეიძლება ყოფილიყო - აცხადებს ზურაბ ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ სტიქია შოვში 3 აგვისტოს მოხდა. ამ დროის მონაცემების მიხედვით, 21 ადამიანია დაღუპული, მაშველები ამ დრომდე 12 ადამიანს ეძებენ.