ექნება თუ არა ФСБ-ს „იანდექსის“ ბაზებზე წვდომა - კომპანიის პირველი განცხადება

09.08.23 16:00
ექნება თუ არა ФСБ-ს „იანდექსის“ ბაზებზე წვდომა - კომპანიის პირველი განცხადება

ექნება თუ არა ФСБ-ს „იანდექსის“ ბაზებზე წვდომა - Yandex Go პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ FSB არ მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.
 
Yandex Go-ს პრესსამსახურის ოფიციალური კომენტარში ნათქვამია, რომ რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და რომ კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს.

რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვებს გარეთ. ეს არ შეცვლება არც 1 სექტემბრის შემდეგ.
 
ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველლოში,  მომხმარებლების პერსონალური მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.
 
ისევე როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა,  რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული  შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.
 
ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3. - აცხადებს კომპანია.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მალე მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია „იანდექსის“ ბაზებზე.  

მსგავსი სიახლეები