სასაზღვრო პოლიციის სკანდალი - უწყებაში "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ

09.08.23 17:29
სასაზღვრო პოლიციის სკანდალი - უწყებაში "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ

რას შეეწირა სასაზღვრო პოლიციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობა? - უწყების შეფი   დუმს. "პირველები" სასაზღვრო პოლიციის შენობასთან მივიდა, რათა კითხვებზე პასუხები უშუალოდ ნიკა შარაძისგან და უწყების სხვა თანამშრომლებისგან მიეღო, თუმცა აღმოჩნდა, რომ ირაკლი ქარჩხავას და გიორგი ნაყოფიას უწყებაში ვეღარც კი იხსენებენ. 

"პირველებს" წყარო ეუბნება, რომ ქარჩხაძემაც და ნაყოფიამაც თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები თავად დაწერეს, თუმცა თავად წასულები კონტაქტზე არ გამოდიან. 

სასაზღვრო პოლიციის სკანდალი სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გოჩა ბერიძემ "შაბათის ეთერთან" გაამხილა. საქმე ეხება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად ქართული პორტების შესაძლო გამოყენებას. რეპორტაჟიდან 1 თვეში  სასაზღვრო პოლიციაში დიდი წმენდა დაიწყო. პატაკები იმ ადამიანებს დააწერინეს, ვინც უკანონო დავალებების შესრულებაში "შაბათის ეთერთან"  ყოფილმა მაღალჩინოსანმა  გოჩა ბერიძემ  დაასახელა. 

ამ დროის მანძილზე საგამოძიებო უწყებები საკითხით არ დაინტერსებულან. 

მსგავსი სიახლეები