საქართველოში რუსებისთვის ფულის გადარიცხვის შავი ხვრელების არსებობა დადასტურდა - "პირველების" ექსპერიმენტი
"პირველების "ექსპერიმენტი რომელმაც დაადასტურა, რომ სანქციების ასარიდებლად საქართველოში შავი ხვრელები არსებობს. ირკვევა, რომ არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლითაც რუსული ფული საქართველოში ყოველგვარი დაბრკოლები გარეშე ტრიალებს. "პირველებმა" ტელეგრამ არხები და კონკრეტული ჯგუფები, სადაც ფულის გადარიცხვა და გადმორიცხვა შეუზღუდვად და უპრობლემოდ არის შესაძლებელი .
როგორ მუშაობს სქემა? "პირველები" ერთ-ერთ ასეთ შუამავალს დაუკავშირდა და რუსეთიდან კონკრეტული გადარიცხვა სთხოვა. აღმოჩნდა, რომ თანხის გადმოსარიცხად სულ რაღაც 15-20 წუთია საჭირო, მომსახურების პროცენტი კი მხოლოდ 3%-ია. ირკვევა, რომ ტანხა კრიპტოვალუტაში გადაჰყავთ და შემდეგ კი მას დოლარში აკონვერტორებენ.
თქვენ უგზავნით ამ თანხას თავდაპირველად კონტრაგენტს, რომელიც გაძლევთ ექვივალენტს კრიპტოში და შემდეგ ამ ექვივალენტის საშუალებით გადმოვსვამთ თქვენს საბანკო ბარათზე. საკომისიო 3%-ია, მაგრამ ვინაიდან თანხა საინტერესოა, შესაძლოა, კორექტირება. გადარიცხვას, როგორც წესი, 15-20 წუთი სჭირდება, მაგრამ დასაზუსტებლად კონტრაგენტებს უნდა დავუკავშირდე, - ეუბნებიან "პირველებს" ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე.
სქემა მეორენაირადაც მუშაობს. ირკვევა, რომ ადამიანებს, რომლებიც ინფორმაციას ტელეგრამ არხებში ავრცელებენ, ოფისებიც აქვთ, მათ შორის თბილისშიც. აქაც თანხას დაინტერესებულ პირს ან კურიერი აწვდის ან ოფისშ მისვლისას ხელზე იღებენ.
ქეში ნაღდი ფულით უფრო კომფორტულია. გვყავს კურიერი მოსკოვსა და პეტერბურგში , რომელიც მოდის, თქვენთან ერთად ითვლით თანხას და შემდეგ უკვე კურიერის საშუალებით ფულს იღებთ თბილისში. თბილისში თანხის აღება შეგიძლიათ კურიერით და ასევე შეგიძლიათ ოფისში მოსვლაც, - ამბობს აგენტი.