რომელი ხიდი წაიღო წყალმა? - მინისტრის განმარტება

09.08.23 17:37
რომელი ხიდი წაიღო წყალმა? - მინისტრის განმარტება

რომელი ხიდი წაიღო წყალმა? - ინფრასტრუქტურის მინისტრს დღეს საკუთარი სიტყვების განმარტება მოუწია. ირკვევა, რომ ირაკლი ქადაგიშვილმა არა სტიქიის შემდეგ დამონტაჟებული, არამედ მანამდე არსებული რკინის კონსტრუქცია იგულისხმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, სტიქიის შედეგად წაღებული იყო ორი, ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული სხვადასხვა ხიდი. 

სტიქიის დროს, სამ რიცხვში, (მეწყერმა) ორი ხიდი წაიღო. ერთი ხიდი, რომელიც ეპიცენტრს უკავშირდება, მოეწყო და დამონტაჟდა, რომლის გამოყენებითაც ჩვენი მძიმე ტექნიკა, ცოცხალი ძალა და ნებისმიერი სხვა საჭიროება ახერხებს გადასვლას. 

ხოლო მეორე ხიდი, სადაც ჩვენ ვიდექით, რასაც თქვენ უყურებდით, ჭანჭახზე აქაც იყო დროებითი ხიდი, რომელიც სტიქიის დროს იყო წაღებული. ანუ ორი ხიდი იყო წაღებული - ერთი მოვაწყვეთ, ეს მეორე, დროებითი ხიდი ამოვიღეთ მდინარიდან, მოვახდინეთ მისი შესწავლა შეფასება, შეიძლებოდა თუ არა მის გამოყენება ხელმეორედ, დადგინდა რომ არ შეიძლებოდა. მოვიტანეთ ახალი ხიდი, რომელიც დამონტაჟდა იმავე ადგილზე. 

სტიქიის შემდეგ დანმონტაჟებული არცერთი ხიდი არ წაუღია მდინარეს სწიქიის შემდეგ"- აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი. 

მსგავსი სიახლეები