სტიქიამდე 3 საათით ადრე, ხეობაში წყლის შეგუებება არ ყოფილა - გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტის ფოტოებს ასაჯაროებს
გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტის ფოტოებს ასაჯაროებს, რომელითაც, უწყების თქმით, დგინება, რომ სტიქიამდე სამი საათით ადრე ადგილზე წყლის შეგუებება არ ყოფილა.
სააგენტოში გამართულ ბრიფინგზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი პირველადი დასკვნის გამყარებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინასწარ პროგოზირება შეუძლებელი იყო.
ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ წყლის შეგუბებას ამ ხეობაში არ ჰქონია ადგილი. ასე იყო პირველადი დასკვნის მონაცემებით და ეს დაადასტურა სატელიტურმა მონაცემებმა, რომელიც 3 საათით ადრე აღწერს სტიქიის ადგილს.
მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინასწარ პროგოზირება შეუძლებელი იყო.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, კომპპლექსურ სტიქიასთან გვაქვს საქმე". - განაცხადა თანდილაშვილმა.
მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ნახევარი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავური მასა დაეჯახა 72 ჰექტარზე გაშლილი მყინვარულ მასას და მყინვარქვეშა ქვების აქტიურობა გამოიწვია.
საქმე გვაქვს კლდე-ზვავური მასის ჩამოწოლასთან, რომელიც დაეჯახა მყინვარს, აქტიურობაში მოიყვანა მყინვარის 72 ჰექტარზე გაშლილი მასა. რომ წარმოიდგინოთ მასშტაბები - ნახევარი მილიონი კუბური მეტრი კლდე-ზვავური მასა დაეჯახა 72 ჰექტარზე გაშლილი მყინვარულ მასას და მყინვარქვეშა ქვების აქტიურობა გამოიწვია, რაც ზედაპირზე არ ჩანს და საბოლოო ჯამში წარმოიშვა ის მასშტაბური ღვარცოფული პროცესი, რომელიც ძალიან მაღალი სისწრაფით განვითარდა". - განაცხადა თანდილაშვილმა.