რა დრო გავიდა კლდის მოწყვეტიდან შოვის ღვარცოფით დაფარვამდე - გარემოს ეროვნულ სააგენტოში კითხვას ვერ პასუხობენ

09.08.23 20:17
რა დრო გავიდა კლდის მოწყვეტიდან შოვის ღვარცოფით დაფარვამდე - გარემოს ეროვნულ სააგენტოში კითხვას ვერ პასუხობენ

სატელიტის ფოტოებით, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, დგინდება, რომ სტიქიამდე სამი საათით ადრე სტიქიის ადგილზე წყლის შეგუბება არ ყოფილა, ამასთანავე გარემოს ეროვნული სააგენტოს  ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნახევრი მილიონი კუბური მეტრი მასა მოწყდა.  

"პირველების"  კითხვაზე, კლდის მოწყვეტიდან შოვის ღვარცოფით დაფარვამდე რა დრო გავიდა, ნინო თანდილაშვილი ვერ პასუხობს.

განმარტებისთვისთ, ეს პასუხი იმის გასაგებად არის მნიშვნელოვანი, რამდენად იყო გონივური ვადა ხალხის ევაკუაციისთვის, თუმცა დღეს დრო ამის შესაზებ ბრიფინგზე "პირველებს" ვერ უპასუხეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ გარემოს ეროვნულის სააგენტოს დასკვნაში შეგიძლიათ ნახოთ შესაბამისი ფორმულირება". - ამბობენ უწყებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები