ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები

09.08.23 20:02
ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები

 

 

ექსპერტიზის ბიურო, ამ წუთებში ადგენს, ვის ეკუთვნის შოვში ნაპოვნი ქალისა და მოზარდის ცხედრები. ადგილზე ოჯახის წევრები უვკე იყვნენ ამოცნობაზე, თუმცა ცხედრების ვინაობა დანამდვილებით დნმ-ის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი. 

ამ წუთებში, ერთდროულად ცხრა ადგილას 12 დაკარგულს ეძებენ. დღეს სამძებრო სამუშაოები დაიწყო მჟავე წყლების ტერიტორიაზეც, ეს მას შემდეგ რაც მდინარე ჭანჭახი კალაპოტში დააბრუნეს. 

მაშველები, სამხედროები და მძიმე ტექნიკა  ახლა უკვე  25 კილომეტრის არეალში მუშაობენ. რადგან მანქანა, რომელიც მაშველებმა ნახეს, ეპიცენტრიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით ამოიტანეს. 
ძლიერი სიცხის გამო კი გართულებულია სამძებრო სამუშაოები. არსებობს დაავადებების გავრცელების საფრთხე. ამიტომ მაშველები უსაფრთხოების პროტოკოლის რეჟიმში მუშაობენ.

ორი ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი იყო უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში. ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნაპოვნია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კმ-ში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნაპოვნი და დარჩენილია 12, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამჟამად 9 ლოკაციაზე გვაქვს აქტიური საძიებო სამუშაოები". - განაცხადა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები