ვის ეძებენ შოვში - ტრაგედიიდან მე-7 დღესაც უცნობია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დაკარგულთა სიაშია
ვის ეძებენ შოვში. ტრაგედიიდან მე-7 დღესაც უცნობია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც დაკარგულთა სიაშია. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რატომ მალავს შს სამინიტრო ამ ინფორმაციას? არ არის გამორიცხული, რომ დღემდე არ არსებობს დაზუსტებული ცნობები დაკარგულთა შესახებ. ამის დამასტურებელი ფაქტი კი გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იყო, როდესაც რაჭაში ეძებდნენ დაკარგულს ვინც თბილისში იყო.
არადა დაკარგულთა სია, რომ ცნობილი ყოფილიყო ეს პიროვნება მეორე დღესვე თავად დაადასტურებდა, რომ ცოცხალია და 7 დღე არ დასჭირდებოდა მისი ადგილსამყოფელის დადგენას. ფაქტია, რომ შს სამინიტრო მიზანმიმართულად მალავს იმ პირთა ვინაობას, ვინც ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. თავად ძალოვანი უწყების არგუმენტი კი არადამაჯერებელია. საგანგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვალი ამბობს, რომ სიის გასაჯაროვებისთვის ოჯახების თანხმობას ელოდებიან.
რატომ მალავს შს სამინიტრო დაკარგულთა სიას - ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.