გაშიფრულია სქემა - როგორ ტრიალებს, სანქციების მიუხედავად, რუსული ფული საქართველოში
როგორ ტრიალებს ფული თბილისსა და მოსკოვს შორის. აწყობილია ქსელი, რომელიც თვეებია მუშაობს და სანქციების გვერდის ავლაც რუსებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს სპეციალური ტელეგრამ არხები, სადაც კლიენტებს გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის მიღებას და განაღდებას თავაზობენ. დღეს "პირველები" ერთ-ერთ ასეთ არალეგალურ არხზე გავიდა.
30 ათასი დოლარის გადმორიცხვას მოსკოვიდან შუამავალი 15 წუთში დაგვპირდა. სქემა ასეთია - თანხა ჯერ კრიპტოვალუტაში კონვერტირდება და ირიცხება საქართველოს ნებისმიერი ბანკის ანგარიშზე. აქ კრიპტოვალუტა ისევ დოლარში გადადის და მსურველს ანგარიშზე უკვე სასურველი თანხა უჯდება. მათ ვისაც ნაღდი ანგარიშსწორება ურჩევნია, სხვა სისტემა მუშაობს და ფულის ხელიდან ხელში გადაცემაც წინასწარ აწყობილი სქემის მიხედვით ხდება.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.