ავარია მარნეულში - გარდაცვლილია ერთი ადამიანი
ავარია მარნეულში - სოფელ ყიზილაჯლოში მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.