აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში კლინიკაში გადაიყვანეს
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია რუსეთში სამუშაო ვიზიტის დროს, შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედია ამბობს, რომ მას კვლევები უტარდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.