დააზიანეს თუ არა მთავარი მტკიცებულება 12 წლის ბავშვის საქმეში განზრახ? - ოჯახი მთავარ კითხვებზე პასუხებს ითხოვს
დააზიანეს თუ არა მთავარი მტკიცებულა დიღომში გარდაცვლილი 12 წლის ბავშვის საქმეში განზრახ და რა გამოიძია პროკურატურამ? - საქმის მასალებს ანი იანუშაიტიტეს დედა დაზარალებულის სტატუსით გაეცნო.
გარდაცვლილის ოჯახი დილიდან ადვოკატებთან ერთად საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა.
ოჯახი მთავარ კითხვებზე პასუხებს ითხოვს - რა გარემოებებში და რა მიზეზით მოხდა დალუქული საკვანძო მტკიცებულებების დაზიანება.
მცნეს დაზარალებულად, გადმომცეს მასალები, ვისაუბრეთ შემდგომ გეგმებთან დაკავშირებით. დნმ არის მთავარი საკვანძო, რომელიც უნდა გამოჩნდეს. თუ არა საქართველო მაშინ სად და რომელ ქვეყანაში ეს უკვე შემდგონი კვლევის თემაა.
იმიტომ ვარ მოსული, რომ გავიგო რა პირობებში დააობეს მათ ხელთასრებული დეენემის ნიმუშები და რატო მოხდა ეს, რა არ დაიცვეს, ან რა არ შეასრულეს.
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კონკრეტული პასუხისმგებლობა იკვეთება რომ ეს ყველაფერი მათ სისტემამ დააზიანა. ოფიციალურ წერილობით პასუხს დღე დღეზე ველოდებით ამ საქმესთან დაკავშირებით"- აცხადებს ნატო ხუტაშვილი.
ადვოკატ ეკა კობესაშვილის თქმით, ამ დრომდე პასუხგაუმეცელია კითხვვა, რამ გამოიწვია მტკიცებულებების დაობება.
ჩვენ გვსურდა მიგვეღო ინფორმაცია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ სად დაუშვა შეცდომა და რამ გამოიწვია მტკიცებულებების დაობება. ჩვენ მივმართეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, თუმცამათ მოგვწერეს რომ - ჩვენ არ ვართ კომპეტენტური და არ გვსურს ამ პასუცის გაცემა, ამიტომაც ერთადერთი გზა რომ გაგვეგო ამ მტკიცებულების დაობების მიზეზი არის ამ საქმეში დაზარალებულად ცნობა. მიგვაჩნია, რომ ეს საქმე თაროზე ვერ შემოიდება, ერთი მარტივი მიზეზის გამო რომ ზუსტად ვიცით ვინ აიღო ნიმუშები და ამ ნიმუშების ამღები პირი ჩვენი პერსპექტივიდან არ იყო კომპეტენტური - ამბობს ადვოკატი ეკა კობესაშვილი.
პროკურატურამ 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოზარდიუს დედა დაზარალებულად ცნო.
17 მარტის ღამეს, დიდ დიღომში, 12 წლის ანი იანუშაიტიტე მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახლთან ახლოს, პეტრიწის 12 ნომერთან, ნაგავსაყრელად ქცეულ ტერიტორიაზე იპოვეს.