საგანგებო ვერ ამბობს, როდის მოხდება ტრაგედიის ადგილის სრულად გადამოწმება

10.08.23 13:23
საგანგებო ვერ ამბობს, როდის მოხდება ტრაგედიის ადგილის სრულად გადამოწმება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში კონკრეტული ლოკაციებია, სადაც გარკვეული მინიშნებებია აღმოჩენილია და იქ უკვე მეხანძრე მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ.

მღებრიშვილის თქმით, წინასწარ პროგნოზირება, რა პერიოდში მოხდება ტერიტორიის სრულად გადამოწმება, შეუძლებელია.

კითხვაზე, ხომ არ ფიქრობენ, რომ შეიძლება დაკარგული უფრო მეტი ადამიანი იყოს, მაგალითად უცხოელი ტურისტები, მღებრიშვილი პასუხობს, რომ ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ოჯახს დაკარგულები მოეკითხათ.

კონკრეტული ლოკაციები, სადაც გარკვეული მინიშნებებია აღმოჩენილია, ფრაგმენტები და ა.შ. იქ უკვე ჩვენი მეხანძრე მაშველები მუშაობენ პირადი დაცვის აღჭურვილობით. შესაბამისად, ვიღებთ ყველანაირ უსაფრთხოების ზომებს, რომ თუკი მსგავსი დაფიქსირდება, ჩვენ ვიყოთ ამისთვის მზად და ვიყოთ დაცულები. სამწუხაროდ, წინასწარ ამის პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუ რა პერიოდში მოხდება სრულად ტერიტორიის გადამოწმება. რამეთი არის უღტულესი რელიეფი და ურთულესი მასა გრუნტის. ეს არ არის უბრალოდ თხევადი მასა.

მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს გადაჭრით ვერ ვიტყვი. თუმცაღა, გონივრული ვადა ერთი კვირა მე ვფიქრობ, ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მინიმუმ უნდა მოიკითხოს, ლოგიკურად. თუმცა ამ დროისთვის, დღეის მონაცემებით, არ გაზრდილა და თუკი მსგავსი ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, მოხდება პირველ რიგში ოპერატიულად გადამოწმება და დადგენა", - თქვა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები