დგას თუ არა შოვის შემდეგ სტიქიური კატასტროფის წინაშე რიკოთი? - სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ

10.08.23 15:12
დგას თუ არა შოვის შემდეგ სტიქიური კატასტროფის წინაშე რიკოთი? - სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ

დგას თუ არა შოვის შემდეგ სტიქიური კატასტროფის წინაშე რიკოთი? მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო და პრობლემური გეოლოგიური დასკვნების გამო ვერ მთავრდება, სპეციალისტების განცხადებით, საფრთხის წინაშეა.

რიკოთის რებილიტაცია ისე მიმდინარეოებს, რომ ზუსტი გეოლოგიური დასკვნები არ არსებობს. დადასტურებულია ისიც,  რომ უღელტეხილზე მეწყრული პროცესების საშიშროებაა. ეს საფრთხე აღიარა ხელსუფლებამაც, ამიტომ რამდენიმე თვეა უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობაც კი ნაწილობრივ შეზღუდულია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაფერი დასათვლელი და თავიდან გასაზომია, ასევე მოსაძებნია საინჟინრო გადაწყვეტილება.

სანიაღვრე სისტემები ისე არ იყო გაკეთებული, როგორც საჭირო იყო, ჯებირები არ იყო გაკეთებული, როგორც საჭირო იყო, ტერასირება არ იყო გაკეთებული ისე როგორც საჭიროა, არ იყო გათვილილი ბოლომდე. ვერცერთი სპეციალისტი ინჟინერი ვერ იტყვის, რომ ეს რომ მოვხსნათ ეხლა აღარ იქნება საფრთხე. ეს ყველაფერი დასათვლელია, თავიდან გასაზომია და მოსაძებნია საინჟინრო გადაწყვეტილება. თვითონ სამინისტროსაც უნდა ჰყავდეს ძალიან ძლიერი მონიტორინგის ჯგუფი და მუდმივად ველზე უნდა იყვნენ და უნდა აკვირდებოდნენ, როგორ ასრულებენ სამუშაოებს". - ამბობს დარგის სპეციალისტი.

კითხვის ნიშნის ქვეშ დგას იმ ჩინურ კომპანიების კომპეტენციაც, ვინც სამუშობს ასრულებს. ყველა დასანქცირებულია და ევროპასა  და ამერიკაში შავ სიაშია შეყვანილი. 


 

მსგავსი სიახლეები