მისცემენ თუ არა სანქციერბულ "ბელავიას" ქვეყანაში ფრენის უფლებას - რას ამბობენ GCAA- ში

10.08.23 16:35
მისცემენ თუ არა სანქციერბულ "ბელავიას" ქვეყანაში ფრენის უფლებას - რას ამბობენ GCAA- ში

''BELAVIA'' დასანქცირებულია  -  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში პირველი განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

GCAA-ში აღნიშნავენ, რომ საქართველო აშშ-ში Belavia-ს სანქცირების შესწავლის შემდეგ გეგმავს გადაწყვეტილების მიღებას. 

სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია „Belavia”-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება"- წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

ირკვევა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „Belavia”-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, თუმცა, როგოც განცხადებიდან ვიგებთ, აღნიშნული კომპოანია ავიაკომპანია  Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს: 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.
 

სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა  ავიაკომპანია „Belavia”-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით" - აცხადებს სააგენტო.

მსგავსი სიახლეები