შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა

10.08.23 18:12
შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა

შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა - ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა მიაწოდა. 

მღებრიშვილის თქმით, დაკარგულებს შორის ორი უკრაინის, ხოლო ერთი რუსეთის მოქალაქე იყო.

მეორე დღესვე დაკარგული პირების  სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც ორ პირთან მალევე მოხდა დაკავშირება და დაკარგული 34 პირიდან მოხდა დაკარგული 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. თუ არა ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების თანხმობა, სავარაუდოდ ამის გასაჯაროებიდან თავს შევიკავებდი. დაკარგულთა რაოდენობა ამ დროისთვის არ გაზრდილა" - თქვა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები