შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო ნავი პირველად გამოჩნდა
შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო ნავი პირველად გამოჩნდა - ფოტოს "ტვ პირველის" კორესპოდენტი გვაწვდის. როგორც ჩანს, სამძებრო არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და დაკარგულებს მდინარეშიც ეძებენ.
შოვში სამძებრო სამაშველო სამუშაოები მერვე დღეა მიმდინარეობს. საკურორტო ზონაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, სტიქიოურ უბედურებას მსხვერპლი მოჰყვა.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.