შოვში, მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა - მაშველები 10 ლოკაციაზე არიან გადანაწილებულები
შოვში, მდინარე რიონში სამძებრო-სამაშველო ნავი გამოჩნდა. დაკარგულებს ეძებენ ყველგან, თუმცა ორი დღის განმავლობაში ცნობები სტიქიის ზონიდან არ შეცვლილა. დღეს მაშველებმა ვერცერთი ადამიანის კვალს ვერ მიაგნეს.
ღვარცოფით დაფარულ ტერიტორიაზე ნაპოვნია მანქანები და სხვადასხვა ნივთები. ოფიციალური ინფორმაციით ეძებენ 12 მოქალაქეს. მათ შორის არიან ბავშვებიც.
სტიქიის ეპიცენტრში ძებნის არეალი კიდევ გაფართოვდა. მაშველები ახლა 10 ლოკაციაზე არიან გადანაწილებულები. მათთან ერთად დაკარგულებს ეძებენ მოხალისეებიც, რომლებიც შოვში ტრაგედიიდან პირველივე საათებში გამოჩნდნენ.
პარალელურად მაღალი ტემპერატურის გამო არსებობს ინფექციის გავრცელების რისკიც.