დგას თუ არა შოვის შემდეგ სტიქიური უბედურების წინაშე რიკოთის უღელტეხილი?
სტიქიური უბედურების რისკი რიკოთზე - ქვეყნის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გადაადგილება სულ უფრო საფრთხის შემცველი ხდება. გვირაბები პირდაპირ მთებშია გაყვანილი, რის გამოც მოჭრილია მთების უზარმაზარი ნაწილები. ხელოვნურად დარღვეულია ბუნებრივი წონასწორობა. გეოლოგიური დასკვნები ხარვეზიანია და პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. 4 ჩინური კომპანია, რომელიც ხელისუფლებამ ავტომაგისტრალის ასაშენებლად დაიქირავა, დასავლეთის შავ სიაშია შეყვანილი.
რიკოთზე რომ საფრთხე არსებობს, ამას აღიარებს ხელისუფლება, რადგან უკვე თვეებია იქ გადაადგილება საგანგებო რეჟიმით არის დაწესებული. თუმცა რას აკეთებენ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არავინ იცის.
პარტია "ლელო" საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას და იმის გარკვევას ითხოვს, თუ რატომ ვუხდით დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას დიდ ფულს, როცა მშენებლობა არც დადგენილ ვადებში დასრულებულა და გზის რეაბილიტაციაც დარღვევებით მიმდინარეობს.
ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ინფრასტრუქტურის მინისტრს მალე მოუწევს.