იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რა საშიშროების წინაშე იდგა შოვი? - რა წერია "პირველების" მიერ მოპოვებულ რუკებში?

10.08.23 20:23
იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რა საშიშროების წინაშე იდგა შოვი? - რა წერია "პირველების" მიერ მოპოვებულ რუკებში?

იცოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ რა საშიშროების წინაშე იდგა შოვი. "პირველებმა" მოიპოვა ის რუკები და რეკომენდაციები, რომლებიც  2015 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს ეგზავნებოდა შესაბამის სტრუქტურებს,   სადაც შოვი ცალკე იყო გამოყოფილი, როგორც მეწყერსაშიში ზონა. თუმცა 8 წლის განმავლობაში ევროპელი სპეციალისტების რეკომენდაციებს არავინ უსმენდა. არ უსმენდნენ არც ქართველ გეოლოგებს, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგი იყვნენ მდინარის ნაპირას კოტეჯების მშენებლობის. 

 დღეს კი ხელისუფლება ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ სტიქია შოვში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე განვითარდა. თუმცა გარემოს დაცვის სააგენტოს  ვერსიითაც კი მსხვერპლის თავიდან აცილება ან მინიმუმამდე დაყვანა შეიძლებოდა, რაჭაში გამაფრთხილებელი სისტემა რომ ყოფილიყო. ის მეცნიერები, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე ღიად საუბრობენ,  უკვე "ოცნების" შავ სიაში მოხვდნენ. 

ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც შოვის ტრაგედია უნდა შეესწავლა, საბოლოოდ ისე დააკომპლექტეს, რომ იქ მთავრობისთვის არასასურველი არც ერთი მეცნიერი არ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები