"ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს პუტინის გასახარად აწამებს" - სოფო ჯაფარიძე

10.08.23 20:53
 "ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს პუტინის გასახარად აწამებს" - სოფო ჯაფარიძე

 

 

მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის პროიპაგანდა, თითქოს პატიმარი სააკაშვილი კარგადაა ტყუილია. 

საკრებულოს წევრის თქმით, "ქართული ოცნება მიხეილ სააკაშვილს პუტინის გასახარად აწამებს" 

ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მისი მდგომარეობა როგორც გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს გაუმჯობესებულია, თითქოს უკეთესია, ეს არის ტყუილი. ნევროლოგიური სტატუსი არის უცვლელი, როგორც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა განაცხადეს. ზოგადად ტენდენცია არის გაუარესების. 
ჩვენ ისევ და ისევ ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, რომ რაც შეიძლება მეტად აწამონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ ამით პუტინმა დიდი სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ვუყურებთ ამ სურათს, რაც დაუშვებელია და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ"- ამბობს ჯაგარიძე. 

 სახალხო დამცველის სამედიცინო კონსილიუმის  დასკვნა დღეს გასაჯაროვდა. სპეციალისტები, რომლებმაც პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა შეისწავლეს, ამბობენ,  რომ არცერთი მაჩვენებელი გაუმჯობესებული არ არის. 

ირკვევა, რომ პატიმარ პრეზიდენტს  14 ივლისის შემდეგ  აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება, ძალის დაქვეითება,  ნევროლოგიური სტატუსი კი  პრაქტიკულად უცვლელია. ექიმთა ჯგუფი არ გამორიცხავს, რომ  ასეთი მაჩვენებლები ქრონიკული დაავადებების მიმანიშნებელი იყოს.

 

მსგავსი სიახლეები