შოვის ტრაგედიიდან მეცხრე დღე - რა ხდება სტიქიის ზონაში
სამაშველო ოპერაცია შოვში გრძელდება. მაშველებთან ერთად ძებნის ოპერაციაში ნავებიც ჩართეს, დაკარგულებს ეძებენ მდინარე რიონშიც და მიწის მასის ქვეშაც. თუმცა მეორე დღეა ტრაგედიის ეპიცენტრში ვერავის მიაგნეს.
დღეს შოვის ტრაგედიიდან მეცხრე დღეა, ამ დრომდე დაკარგულად 11 ადამიანი ითვლება, 21 ცხედრი კი ექპერტიზაზეა გადასვენებული. გარდაცვლილების ნაწილი უკვე სახლში მიასვენეს და დღეს მათი სამოქალაქო პანაშვიდები იწყება.
სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის არსებული ინფორმაციით, 21 მოქალაქე არის გარდაცვლილი, 19 დენტიფიცირებულია და 12 ადამიანის საძიებო სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. არეალი გაფართოვდა, მათ შორის მდინარე ჭანჭახის ხეობაში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გარკვეული ნაწილი ავტომობილების, რომელიც სტიქიის ზონაში იყო ჩარჩენილი, გამოყვანილია. ეტაპობრივად ხდება სხვა ჩარჩენილი ავტომობილების გამოყვანა". - ამბობს ონის მერი.