"წულუკიანმა პირდაპირ პარლამენტიდან აიღო დეპუტატი და დასვა" - მწერლების პროტესტს კინემატოგრაფისტებიც უერთდებიან
„დაუმორჩილებლობა„ თეა წულუკიანის ანტიდემოკრატიულ და ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას - ქართველი მწერლების პროტესტს კინემატოგრაფისტების მოძრაობაც უერთდება.
კინომატოგრაფისტები ამბობენ, რომ კინოცენტრი ახლა მწერალთა სახლის გვერდითაა, რადგან ამ უწყებაშიც პროცესები ისე ვითარდება როგორც კინოცენტრში განვითარდა.
ჩვენ ვუერთდებით მწერლების მიერ გამოცხადებულ დაუმორჩილებლობას, სიტუაცია ძალიან ჰგავს კინოცენტრისას, სადაც წულუკიანმა ერთპიროვნულად დანიშნა კონკრეტული პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები. ამ შემთხვევაშიც პირდაპირ პარლამენტიდან დეპუტატი აიღო და დასვა. მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ მექანიზმი, შეიქმნას რეგულაცია, რომელიც დაიცავს დამოუკიდებელ ინსტიტუციებს". - ამბობს კინოხელოვანი.
“არ დავუშვებთ კულტურის მიტაცებას და ამ სფეროში ცენზურის დაწესებას“ - წერია განცხადებაში, რომელიც კინომატოგრაფისტების მოძრაობამ გაავრცელა.
ახალი პროტესტი კულტურის სფეროში მწერლთა სახლის მიტაცებამ გამოიწვია. იქ დირექტორის პოსტზე წულუკიანმა „ოცნების“ დეპუტატი და რუსული კანონის მხარდმაჭერი ქეთი დუმბაძე მიავლინა.
მწერლები და გამომცემლები აცხადებენ, რომ ბოიკოტს გააგრძელებენ მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ.