რიონში ნაპოვნი ცხედრის ამოსვენება მიმდინარეობს, ნაპოვნია ადამიანის ქვედა კიდურიც - მღებრიშვილი
რაჭაში გარდაცვლილების რიცხვი 22-მდე გაიზარდა. მდინარე რიონის კალაპოტში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი და სხეულის ფრაგმენტები იპოვეს. კიდევ 11 დაკარგულეს ეძებენ.
სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე დაიწყება სამძებრო სამუშაოები.
აღმოჩენილია ცხედარი რიონის კალაპოტში, ამ დროისთის მიმდინარეობს ცხედრის ამოსვენება. გარდა ამისა, ნაპოვნია, ადამიანის ქვედა კიდური და მიდმინარეობს აქტიური სამძებრო სამუშაოები. წყალს არ გამოურიყია, ეს არის მონიტორინგის შედეგი. ეს არის 20 კილომეტრის მოშორებით სტიქიის ეპიცენტრიდან. ქვედა კიდური ნანახია 24 კილომეტრის მოცილებით სტიქიის ეპიცენტრიდან. ჩვენ ამ დროსთვის 30 კმ პერიმეტრზე გავდივართ მონიტორინგზე, თუმცა დღის ბოლომდე ან ხვალ დილიდან 54 კილომეტრიან პერიმეტრზე გავალთ. 11 დაკარგულს ვეძებთ".- განაცხადა მღებრიშვილმა.