"მტკივნეულია აქ მოსვლა, სულიდან ხორცამდე მტკივა" - შინდისის გმირის ცოლი

11.08.23 13:55
"მტკივნეულია აქ მოსვლა, სულიდან ხორცამდე მტკივა" - შინდისის გმირის ცოლი

15 წელი შინდისის გმირული ბრძოლიდან - დილიდან მემორიალთან გმირულად დაღუპული მებრძლების ოჯახის წევრები იმყოფებიან.

15 წლის შემდეგაც, გმირის ძაძებშემოსული ცოლისთვის მძიმეა იმ ადგილას მისვლა, სადაც მისი ქმარი განისვენებეს.

ყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. მტკივნეული და ძალიან რთულია აქ მოსვლა ჩემთვის, მართლა სულისშემძვრელია, სულიდან ხორცამდე მტკივა ეს ადგილი. ალეკოს მიენიჭა ორი წლის წინ ეროვნული გმირის წოდება, რითაც ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ, რომ დაფასდა მისი გმირობა, სამშობლოს წინაშე მისი ვალი. 

15 წლის წინ, ამ დღეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადა რუსულ არმიასთნ უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთო და 17 ვაჟკაცი გმირულად დაიღუპა. რუსეთის 5 დღიან ომს საქრათველოში ათობით დაღუპული გმირი და გმირული ისტორია აქვს. თუმცა - შინდისისი გმირების ისტორია განსაკუთრებულია, როდესაც რუსეთის არმიის პირისპირ მდგარი 17 ქართველი მებრძოლი, ოკუპანტებს არ დანებდა და გმირული სიკვდილი არჩია.

დილიდან გმირების მემორიალთან ხალმხრავლობაა - ადგილზე მისულები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების პირველი პირებიც. 

მსგავსი სიახლეები