"შოვში ცხედრებს ეძებენ და ამ დროს წულუკიანი ხალხს ნიშნავს თანამდებობებზე, უხერხულია" - ბოიკოტი ცენზორ მინისტრს

11.08.23 15:52
"შოვში ცხედრებს ეძებენ და ამ დროს წულუკიანი ხალხს ნიშნავს თანამდებობებზე, უხერხულია" - ბოიკოტი ცენზორ მინისტრს

საყოველთაო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი ცენზორ მინისტრს - თეა წულუკიანის წინააღმდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, მუსიკოსები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები - ყველა ერთად წულუკიანის რეპრესიებს და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან. 

თეა წულუკიანს სურს სრული კონტროლის დაწესება ამ სფეროზე, იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც იცის, რომ სფეროს წარმომადგენლებისთვის არ ქნება მისაღები, თან იღებს ისეთ დროს გადაწყვეტილებებს, ცოტა უხერხულიც არის ახლა ამაზე საუბრი, როდესაც შოვის ტრაგედიაა და ადამიანების ცხედრებს ეძებენ დღემდე. დანიშნა იურისტები მუზეუმებში, კონოცენტრში ბადრაგები, იურისტები, ფინანსისტები და ახლა არც აცია, არც აცხელა და რუსული კანონის მიმღები დეპუტატი დანიშნა მწერალთა სახლში, ეს მიუღებელია, კულტურის სფერო გაერთიანდება და ეს იქნება დაუმორჩილებლობა, როგორც მწერლებმა გამოაცხადეს". - ამბობს კინომცოდნე ლევან აბდუშელიშვილი.

ბოლო წვეთი კი მინიტრის მიერ მწერალთა სახლის მიტაცება გახდა. იქ წულუკიანმა დირექტორის პოსტზე „ოცნების“ დეპუტატი და რუსლი კანონის მხარდმაჭერი ქეთი დუმბაძე მიავლინა.


 

მსგავსი სიახლეები