პროტესტი ზოდში - მოსახლეობის მტკიცებით, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოები სოფელს ანგრევს
პროტესტი ზოდში - მოსახლეობის მტკიცებით, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ წარმოებული სამუშაოები სოფელს ანგრევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწა გახლეჩილია და თუ მადნის მოპოვება არ შეწყდება, მეწყრული ზონები გააქტიურდება და შესაძლოა, წარმოუდგენელი ტრაგედის წინაშე აღმოვჩნდეთ.
ხალხის პროტესტის შემდეგ სოფელში ტექნიკა ისევ გამოჩნდა. ზოდის მოსახლეობა კი ხელმოწერების შესაგროვებლად ემზადება.
ჩვენ ვაპირებთ ხელმოწერების შეტანას მთლიანად ზოდის მოსახლეობის სახელით, რომ სოფლიდან გავიყვანოთ. მანამდე იქნება ეს პროტესტი, სანამ არ გავლენ და შავით-თეთრზე არ დაწერენ, რომ ზოდს დაივიწყებენ. გავყარეთ კონტრაქტორი კომპანიის ტექნიკა. ამის შემდეგ, რაც შოვში მოხდა იმის შემდეგ, გაბედეს და ისევ შემოვიდნენ. როგორც გვითხრეს, დადებენ დასკვნას. მე არ მაქვს მათი ნდობა. არ დავუშვებთ "ჯორჯიან მანგანეზის" ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მანგანუმის მოპოვებას, რადგან, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მოპოვებითი პროცესი არის აბსოლუტურად კანონის დარღვევით". - ამბობს ადგილობრივი.