თუ ეკიპირება და ტექნიკა არ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით - თემურ გიორგაძე
თუ ეკიპირება და ტექნიკაარ არსებობს, მხოლოდ მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით - ამის შესახებ "პირველებთან" სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე საუბრობს.
გიორგაძის თქმით, დროულად თუ არ მოხდა რეაგირება და შესაბამისი აღჭურვილობა თუ არ იქნება, ასე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უფრო ნაკლებად მოხდება.
ეკიპირება და აღჭურვილობა ყოველთვის უნდა იყოს, როგორც მეხანძრე-მაშველებისთვის, ასევე ის ვერტმფრენებიც. ყველაფერი უნდა შექმნან საგანგებო სიტუაციებისთვის, რომ დროული რეაგირება მოხდეს. ეკიპირება, აღჭურვილობა და ტექნიკა თუ არ არსებობს მხოლოდ მეხანძრე მაშველების თავდადებაზე ვერ ვიქნებით და არასდროს ესე არ უნდა იყოს. უნდა იყოს მარაგებიც და შეძენილი უნდა იყოს ყველაფერი. დროულად თუ არ მოხდა რეაგირება და შესაბამისი აღჭურვილობა თუ არ იქნება, ასე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა უფრო ნაკლებად ხდება" .- ამბობს თემურ გიორგაძე.