ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები - HRW-ის ანგარიშში ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის იმიტაციაც მოხვდა

12.08.23 12:43
ჟურნალისტებზე გახშირებული თავდასხმები - HRW-ის ანგარიშში ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის იმიტაციაც მოხვდა

ჟურნალისტებზე ბოლო პერიოდში გახშირებულ თავდახმებს ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება. მესამე სექტროში, ფიქრობენ რომ მედიაზე თავდასხმები შემაშფოთებელ ხასიათს იღებს. 

ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში მოხვდა "ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის საქმეც - ნოდარ მელაძის ავტომობილის ძარცვის იმიტაცია.  

ანგარიშში ასევე მოხვდა ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდახმის საქმეც.

აღნიშნულ და მსგავსი ძალადობის ფაქტებს შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს და განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს გამოხატვის თავისუფლებაზე. ფიზიკური თავდასხმები და საფრთხის შემცველი გარემო გამოიწვევს ჟურნალისტების პროფესიიდან და ქვეყნიდან გადინების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდას13.

ამ ყოველივეს თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლების მხრიდან უნდა მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროს დანაშაულში ჩართულ ყველა პირს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ უნდა დაგმონ ძალადობის ყველა შემთხვევა და გააკეთონ მკაფიო განცხადებები გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის თავისუფლების მხარდასაჭერად.

ადამიანის უფლებათა ცენტრში ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მიერ წახალისებული ძალადობამ, შესაძლოა მედია საქმიანობა ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ საქმიანობად გადააქციოს.

ანგარიში სრულად იხილეთ აქ

მსგავსი სიახლეები