თუ არ ყოფილა დაგუბება, ამდენი წყალი საიდან გაჩნდა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია - ჯავახიშვილი შოვზე

12.08.23 13:30
თუ არ ყოფილა დაგუბება, ამდენი წყალი საიდან გაჩნდა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია - ჯავახიშვილი შოვზე

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზუსტად აღვადგინოთ რა მოხდა და რა ხდებოდა წინა დღეებში - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცინიერებათა ინსტიტუტის კონსულტანტმა ზურაბ ჯავახიშვილმა "პირველებთან" განაცხადა. 

ჯავახიშვილის თქმით, საინტერესოა, თუ არ ყოფილა დაგუბება, ამდენი წყალი საიდან გაჩნდა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

მე მაინტერესებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ზუსტად აღვადგინოთ რა მოხდა, რა ხდებოდა წინა დღეებში, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ შემდგომში, ვთქვათ რამ იუშავა კარგად, რამ  არ იმუშავა. შემდეგ უკვე ვთქვათ, იგივე ხელისუფლების სტრუქტურებზე, ადგილობრივებზე. ყველაზე  საინტერესო საკითხი სამეცნიერულ დონეზე არის, ამდენი წყალი საიდან გაჩნდა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია თუ არ ყოფილა დაგუბება, თუ არ ყოფილა ტბა. აი ეს საინტერესო საკითხია იმიტომ, რომ ამ მოცულობის თუ იყო ღვარცოფი, იქ საკმაოდ დიდი მოცულობის წყალი უნდა ყოფილიყო. რაც არ არის ხაზგასმული ამ ანგარიშში ის არის, რომ აქ არ შეიძლებოდა შენობები ყოფილიყო" - განაცხადა ჯავახიშვილმა.

მსგავსი სიახლეები