"დაავადდა ჭიათურის მაცხოვრებლები" - სოფელ ზოდის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ

12.08.23 13:17
"დაავადდა ჭიათურის მაცხოვრებლები" - სოფელ ზოდის მოსახლეობა "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ

"ჯორჯიან მანგანეზი"  ზოდის მოსახლეობის ბრალდებებს დუმილით ხვდება. ამ დრომდე, კომპანიას ერთი განცხადებაც კი არ გაუვრცელებია. ადგილორბივები ამტკიცებენ რომ სოფელი განდგურების პირასაა, მიწა გაიხლიჩა და თუ მადნის მოპოვება არ შეწყდება მეწყრული ზონები გააქტიურდება. ხალხი ამბობს, რომ კომპანია მომზადებული დასკვნის გაცნობას დაპირდაა, თუმცაა პირობა ამ წუთამდე შეუსრულებელია.

წლობით დაავადდა ჭიათურის მცხოვრები ხალხი და ეს პროცესი გრძელდება ისევ. დიდი ზიანი ადგება ეკოლოგიურად, ყველანაირად, ამ მარგანეცის მოპოვებით დაწყებული ოდითგან - დღემდე, მითუმეტეს, გააქტიურებულია ახლა. ბოლო კუდს იქნევენ, არ ვიცი, რა ხდება, ჩქარი წესით არ უნდა ხდებოდეს.

გადათხრიან, მიატოვებენ, მიდიან. საძოვრები გვიფუჭდება. გავდევნით საქონელს და მოვა საღამოს, თუ არ მოვა, იმას ვჯავრობთ, ხრამში ხო არ გადაიჩეხა."- ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები