მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა - გარემოს ეროვნული სააგენტო

12.08.23 14:04
მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ასეთი მასშტაბური სტიქიების შემდეგ მსგავსი მოვლენები მოსალოდნელი იყო.

მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის". - წერია სააგენტოს განცხადებაში.

ბოლო ცნობებით, სტიქიის ზონაში 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 20 იდენტიფიცირებულია, ცხრა ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

მსგავსი სიახლეები