ქუთაისში ქმარმა ცოლს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა
ქუთაისში ქმარმა ცოლი დაჭრა - ქალს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი კლინიკაშია გადაყვანილი.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი ადამიანი. მომხდარზე საქმე 11 პრიმა 19-109 მუხლით არის აღძრული.