მწერალთა სახლი, თითქოს და რაღაც ბოლო ბასტიონია, რომლის წაქცევის მცდელობაც არის - გორგილაძე
მწერლები თეა წულუკიანის წინაღმდეგ ერთიანდებიან - კულტურის მინისტრს ავტორები და გამომცემლები საბჭოთა მეთოდებით დამკვიდრებულ ცენზურაში ამხელენ.
მწერალ დათო გორგილაძის თქმით, მწერალთა სახლი, თითქოს და რაღაც ბოლო ბასტიონია, რომლის წაქცევის მცდელობაც არის.
გორგილაძე ამბობს, რომ სამწერლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა არ უნდა იქნას მიღებული.
კულტურული და სახელოვნებო სივრცეები დომინოს პრინციპით ეცემა და დავინახეთ ისიც, რომ მწერალთა სახლი, თითქოს და რაღაც ბოლო ბასტიონია, რომლის წაქცევის მცდელობაც არის. სამწერლო პროცესთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები დახურულ კარს მიღმა არ უნდა მიიღონ. ჯერ იყო მუზეუმები, შემდეგ კინო, ახლა უკვე ლიტერატურა. ეს არ არის ჩემთვის გასაკვირი, იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლება და მმართველობა არის მიდრეკილი ავტორიტეტული გადაწყვეტილებებისკენ და, შესაბამისად, ეს აბსოლუტურად მოსალოდნლი იყო ჩემთვის". - ამბობს გორგილაძე.