მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხი დახმარებას ითხოვს - მძიმე ვითარების შესახებ სოფელ ვაყას მკვიდრები ალაპარაკდნენ

12.08.23 17:02
მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხი დახმარებას ითხოვს - მძიმე ვითარების შესახებ სოფელ ვაყას მკვიდრები ალაპარაკდნენ

მეწყერსაშიში ზონებიდან ხალხი დახმარებას ითხოვს. რაჭის ტრაგედიიდან მეათე დღეს მოსახლოება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ხელისუფლებას გამაფრთხილებელ სიგნალებს უგზავნის.

მძიმე ვითარების შესახებ ამჯერად სოფელ ვაყას მკვიდრები ალაპარაკდნენ. ადგილობრივები შველას ითხოვენ. სოფელი გარე სამყაროს წყდება. მდინარემ სამანქანო გზა უკვე წაიღო. ამ ფაქტიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა, თუმცა ამ დრომდე მეწყერსაშიშ ზონაში დამცავი კონსტრუქციებიც კი არავის აუგია.

მოსახლეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებას სთხოვს და მოუწოდებს, სასწრაფოდ გამოიძებნოს კომპანია, რომელიც სოფელში პრევენციულ ზომებს გაატარებას.

მდინარე არის შეგუბებული, იქ იყო ხოლმე კოჭებამდე წყალი, ახლა კი ხელაწეული მფარავს, იმხელა არის. უბრალოდ, დაბლა მხარე ვეღარ ატარებს, რომ წყალმა გაიაროს. ჩანგრეულია, მოსახლეობას წაიღებს, სხვა კი არაფერი საფრთხე არ არის, რაც არის, მთავარი ეგ არის. საქონელი ვერ გადის, ვერაფერი ვერ გადის. ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. სახლებიც დაწეულია, ყველაფერი. 10-15 წელია მიწას ვყრით, მაგრამ მაინც მიდის გზა. სულ ყოველ წელს ასე არის." - ამბობს ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები