შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიური უბედურების თავიდან აცილება - ტრაგედიიდან მე-10 დღე და პასუხგაუცემელი კითხვები
იყო თუ არა შესაძლებელი სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა? ეს არის კითხვა, რომელიც შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან ათი დღის თავზეც ყველაზე ხშირად ისმის. რა უნდა გაეკეთებინათ და რა ვერ გააკეთეს? უკვე ათი დღეა გადაწყვეტილების მიმღები პირები თავის მმართლების რეჟიმში არიან.
ამ ამბავს კიდევ უფრო სკანდალურს ხდის გარემოს ეროვნული სააგენტოს შუალედური დასკვნა და სატელიტური ფოტოები. სეისმოლოგების დაკვირვებით დადგინდა, რომ ის, რაც ფურცელზე დაწერესსს, ფაქტებთან აცდენილია. უფრო მარტივად გასაგები რომ იყოს, დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ სტიქიის ზონაშიიი მეწყრული პროცესების პროგნოზირება წინასწარ შესაძლებელი იყო, რადგან ამ ფოტოებზე კარგად ჩანს წყალი, რომელმაც დაგუბება ბუბად ხეობაში რამდენიმე დღით ადრე დაიწყო.
დეტალები ნახეთ, ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.