სამძებრო სამუშაოებს ბოლო არ უჩანს - შოვში დატრიალებული ტრაგედიის მე-10 დღეს ვერც ერთ დაკარგულს ვერ მიაგნეს

12.08.23 20:03
სამძებრო სამუშაოებს ბოლო არ უჩანს - შოვში დატრიალებული ტრაგედიის მე-10 დღეს ვერც ერთ დაკარგულს ვერ მიაგნეს

 

 

სამძებრო სამუშაოებს ბოლო არ უჩანს. შოვში დატრიალებული ტრაგედიის მეათე დღეს ვერც ერთ დაკარგულს ვერ მიაგნეს. ისევ ცხა ადამიანს ეძებენ მიწის სიღრმესა და მდინარეში. ტალახის გამხმარ მასასა და წყალში ეძებენ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს. დღეს მხოლოდ სამძებრო არეალი გაფართოვდა. მაშველები და ჯარი ახლა უკვე მდინარე რიონის ყველაზე ფართო მონაკვეთზე, ტრაგედიის ეპიცენტრიდან 54 კილომეტრის დაშორებით მუშაოებენ.

ათდღიანი უწყვეტი სამუშაოები გუშინ რამდენიმე საათით შეწყდა. მიზეზი ქვათაცვენა იყო. მდინარე ბუბის კალაპოტში კლდოვანი მასა ჩამოიშალა.. ვითარება გაართულა წვივამ და ხილვადობის ნაკლებობამაც. 

დღეს სტიქიის შედეგად გარდაცვლილები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. გუტაშვილები გლოლაში საგვარეულო სსაფლაოზე დაკრძალეს.

ბოლო მონაცემებით, 24 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 20 იდენტიფიცირებულია, 9 დაკარგულად ითვლება. 

დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები