უმძიმესი კადრები ზოდიდან - მოსახლეობა "ჯორჯაინ მანაგნეზის" სოფლიდან დაუყოვნებლივ გასვლას ითხოვს

12.08.23 20:10
უმძიმესი კადრები ზოდიდან - მოსახლეობა "ჯორჯაინ მანაგნეზის" სოფლიდან დაუყოვნებლივ გასვლას ითხოვს

 

 

შოვში დატრიალებული ტრაგედია განგაშის საფუძველი გახდა. ხალხი მეწყერსაშიში ზონებიდან დახმარებას ითხოვს. უმძიმესი კადრები დღეს სოფელ ზოდიდან გავრცელდა. ამ სოფელში ფაქტრობივად ვერ ნახავთ სახლს, სადაც კედლებზე ბზარები არ არის გაჩენილი. ნაპრალები იმდენად დიდია, რომ ადგილობრივები ყოველ წუთს ნგრევას ელოდებიან. საწყის ეტაპზე აივნები იშლება. სახლების ნაწილი მიწაში ეფლობა. ამბის სიმძიმეს მაშინვე შეამჩნევთ, თუ შემთხვევით ზოდში მოხვდებთ და ქუჩაში რამდნეიმე წუთით გაივლით.  ყოველი ახალი დღე ზოდში იმაზე ფიქრით გადიის, როგორი იქნება მომდევნო.

ეს სოფელი ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ხალხი სოფლიდან ჯორჯიან მანგანეზის გასვლას ითხოვს. ადგილობრივი ხელსიუფლება კი დუმს.  ჯორჯიან მანგანეზმა მეწყერსაშიშ სოფელში სამუშაოები 2 წელია, რაც დაიწყო. ხალხს ეჭვი აქვს, რომ კომპანია კარიერებს დარღვევით ხსნის.

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები