ახლა ჩამოვედი მდინარე ბუბის სათავიდან, რაიმე სახის სერიოზულ გართულებებს ადგილი არ აქვს - მერაბ გაფრინდაშვილი

12.08.23 20:14
ახლა ჩამოვედი მდინარე ბუბის სათავიდან, რაიმე სახის სერიოზულ გართულებებს ადგილი არ აქვს - მერაბ გაფრინდაშვილი

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საფრთხე იმისა, რომ ქვის ცვენა სტიქიის ზონაში ისევ იყოს, ეს არის, თუმცა მისი თქმით, ეს მეწყრის შემდგომი პროცესია, რაც შეეხება იმის საშიშროება, რომ მეწყერი კიდევ განმეორდეს ამის საფრთხე არ არსებობს, რადგან ადგილზე რაიმე სახის სერიოზულ გართულებებს ადგილი არ აქვს.

მოვლენები რაც ახლა მდინარე ბუბის ჭალა-კალაპოტში მიმდინარეობს, ეს სულ თან სდევს მსგავს სიტუაციებს. ამ წუთებში ჩამოვედი მდინარის სათავიდან, იქ ჩვენები მუშაობენ, ავედი ვნახე. რაიმე სახის სერიოზულ გართულებებს ადგილი არ აქვს. ასეთი არამასშტაბური პროცესები იქნება". - ამბობს მერაბ გაფრინდაშვილი. 

მსგავსი სიახლეები