9 კილომეტრიანი გვირაბი და მაგისტრალი, რომელმაც ხადას ხეობაში მოსახლეობა უსახლკარობისთვის გაწირა

12.08.23 20:26
9 კილომეტრიანი გვირაბი და მაგისტრალი, რომელმაც ხადას ხეობაში მოსახლეობა უსახლკარობისთვის გაწირა

 

 

9 კილომეტრიანი გვირაბი და მაგისტრალი, რომელმაც ხადას ხეობაში მოსახლეობა უსახლკარობისთვის გაწირა. ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება – ეს იმ არგუმენტების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა რუსეთთან დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობას  აპროტესტებდა.

თუმცა, ამ ამბავში ყველაზე ტრაგიკული მაინც ერთი დეტალია. ამ პროექტის გამო, სოფელ როსტიანის მკვიდრებს წინაპართა დანატოვარი სახლები დაათმობინეს, უძველესი სოფელი დააცლევინეს და გახიზნეს. სახლების სანაცვლოდ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხს ფული მისცა, თუმცა ახლა მთაში დარჩენის მსურველებს ადგილზე მცირე ზომის კოტეჯების ჩადგამზეც კი უარს ეუბნებიან და ფაქტრობივად ხეობიდან აგდებენ.

დეტალები ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები