საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა

14.08.23 14:54
საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს წერილობითი პოზიცია წარუდგინა

საიამ 5 ივლისის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში წერილობითი პოზიცია წარადგინა, რომელიც სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს და აფასებს მათზე სახელმწიფოს მიერ 2023 წლის 23 ივნისს წარდგენილ შეპასუხებას.

ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს.

ასოციაცია წერს, რომ სახელმწიფო სიძულვილის ჯგუფების მიმართ კვლავ შემწყნარებლურ პოლიტიკას ატარებს, რაც მათ შორის, გამოიხატა 2023 წლის 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებში, რა დროსაც ამ საქმის ერთ-ერთი მომჩივანი კვლავ გახდა სიძულვილის ჯგუფების წარმომადგენელთა სამიზნე.

ამ საქმეს საია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს.

USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა.

ვრცლად იხილეთ აქ.

მსგავსი სიახლეები