"მეტი რეაგირება რომ მოეხდინათ, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა" - რაჭველების კრიტიკა ხელისუფლების ახალ პროპაგანდას
ხელისუფლების ახალ პროპაგანდას რაჭველები კრიტიკით პასუხობენ. იყო თუ არა შესაძლებელიი სტიქიის ღამეს ტრაგედიის მასშტაბების შემცირება? მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა,მინიმუმ ერთი დაღუპული ადამიანის იმაზე ადრე პოვნა ვიდრე ეს მოხდა?
"პირველების" რესპონდენტები ფიქრობენ, რომ შეიძლებოდა უფრო მეტის გაკეთება, ვიდრე გაკეთდა.
საშინელი განცდაა, ეს ძალიან რთული გადასატანია ყველასთვის. ძალიან დიდი ტრაგედიაა. შეიძლებოდა, უფრო მეტი რეაგირება მოეხდინათ და ასეთი მდგომარეობა არ ყოფილიყო, რომ ადამიანებს თითქმის ამბროლაურამდე ეძებენ". - ამბობს რაჭის მაცხოვრებელი.
რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა? - ასე დააყენაა კითხვის ნიშვნის ქვეშ ირაკლი კობახიძემ ბიძისა და დისშვილის გადარჩენის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მიახლოებას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კობახიძემ გომელაურის გუშინდელი განცხადებების გამართლება დაიწყო და ახალი მესიჯბოქსი ჩამოაყალიბა. მმართვველი პარტიის თავმჯდომარე შოვის ტრატედიიდან 12 დღის თავზე გადაჭრით ამბობს, რომ ტრაგედიის მომენტში მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო.
გომელაურმა კი განაცხადა, რომ ვერტმფრენებს სამძებრო სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ხელისუფლებამ საჭიროება ვერ დაინახა.