გიპყრობს, გჭამს, გხრავს, თვალნათლივ ჩანს, დიდი ღალატის პოლიტიკა - ბუღაძე რუსების რეკორდულ შემოდინებაზე

14.08.23 17:28
გიპყრობს, გჭამს, გხრავს, თვალნათლივ ჩანს, დიდი ღალატის პოლიტიკა - ბუღაძე რუსების რეკორდულ შემოდინებაზე

ეს არის ღალატი, "ოცნება" აბარებს რუსეთს საქართველოს - ამის შესახებ "პირველებთან" მხატვარმა გია ბუღაძემ რუსების რეკორდულ შემოდინებაზე განაცხადა.

ბუღაძის თქმით, ეს ჰიბრიდული ომის რეალური გამოხატულებაა.

ეს არის ღალატი. ისინი აბარებენ რუსეთს საქართველოს, ამ მართლა სამოთხე ქვეყანას. მათი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად და ენერგიულად გადაულოცონ რუსეთს საქართველო. ეს არის ჰიბრიდული ომის რეალური გამოხატულება. ორი რუსეთი არ არსებობს, რუსეთი არის ერთი - გაუნათლებელი, ბინძური, თავხედი, გარეწარი და შეუგნებელი. მთავრობისგან მოდის ეს იმპულსი, კარგია, რუსია, ფული შემოაქვს. რა ფული შემოაქვს? გყიდულობს? არ გყიდულობს, გიპყრობს, გჭამს, გხრავს. ეს არის ჩვენი ქვეყნის განადგურების არაჩვეულებრივი მაგალითი და თვალნათლივ ჩანს დიდი ღალატის პოლიტიკა". - ამბობს გია ბუღაძე. 

320 ათასი ადამიანი მხოლოდ სამ თვეში. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ელვის სისწრაფით გამორბიან. საგანგაშოო მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მოკვლევით, სტატისტიკის ეროვნულმა ცენტრმა დაადგინა, რომ თურქების შემდეგ, საქართველო ყველაზე პოპულარულ მიმართულებად საერთაშორისო სანქციების ალყაში მოქცეული რუსებისთვის არის. ჯამურად ჩვენს ქვეყანაში 2023 წლის მეორე კვარტალში შემოსული ვიზიტორებიდან რუსეთის მოქალაქეები 22 პროცენტს შეადგენენ. ეს სრულიი ანტირეკორდია. მათი ნაწილი ცხოვრებას საქართველოში აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები