ცხოვრება მუდმივი აფეთქებების ქვეშ - რიკოთის უღელტეხილზე მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს
ცხოვრება მუდმივი აფეთქებების ქვეშ. რიკოთის უღელტეხილზე მცხოვრები მოსახლეობა შველას ითხოვს.
ჩინური კომპანია, რომელსაც გვირაბი სოფელ ფუთის ქვეშ გაყავს მთელ სოფელს საფრთხეში აგდებს. სახლებს ბზარები გაუჩნდათ და კედლებიდან ბათქაში ცვივა. ბიძგები იმდენად მასშტაბურია, რომ არის შენობების ნგრევის რეალური საფრთხე. აფთექებების ხმა სოფელში თითქმის ყოველ ნახევარ საათში ისმის.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა აფთექებებმა შესაძლოა კატასროფამდე მიიყვანოს სოფელი. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ძლიერმა ბიძგებმა მიწის ჩავარდნა გამოიწვიოს და ყველაფერი შიგნით მოიყოლოს. ფუთის მოსახლეობას განგაში აქვს გამოცხადებული, თუმცა მათ არავინ უსმენს. სოფელს ჩინური კომპანია აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე უგზავნის შეტყობინებას. ყოველი ახალი აფეთქება კი მათ სახლებში ახალ ბზარებს და შესაბამისად ახალ საფრთეს ნიშნავს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში