320 ათასი რუსი ბოლო 3 თვეში და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების თავგასულობა საქართველოში

14.08.23 20:29
320 ათასი რუსი ბოლო 3 თვეში და ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების თავგასულობა საქართველოში

 

 

რუსეთის მოქალაქეების რეკორდული შემოდინება საქართველოში. 2023 წლის ბოლო სამ თვეში ჩვენს ქვეყანაში 320 ათასზე მეტი რუსი შემოვიდა.  შედარებისთვის, ეს რაოდენობა იმაზე დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების  შემდეგ იყო. რუსების უმრავლესობა აქ სამუდამოდ დასარჩენად მოდის, ყიდულობენ  უძრავ ქონებებს, არეგისტრირებენ ბიზნესს და არავინ ინტერესდება რა მიზნით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში

საქართველოს მთავრობა არანაირ შეზღუდვას არ უწესებს რუსებს და არც მათ მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებებზე რეაგირებენ.  ამ დრომდე, არც კი გამოუკითხავთ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც   ტიკ-ტოკ ბლოგერი ძალადობაში ამხელს. გიორგი ბაგიშვილი ამტკიცებს, რომ თბილისის ცენტრში რუსებმა მას აგინეს და თავდასხმა სცადეს, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე გადავიდნენ.  ვიდეო მტკიცებულება სოციალურ ქსელში გავრცელდა, თუმცა შს სამინისტრო ჯერ მომხდარზე არ რეაგირებს.

დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები