ბატონო კობახიძე, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ამოვიდე შოვში, ველოდები თქვენს ზარს - დავით ჯელაძე
ბატონო კობახიძე, ძალიან გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია ამოვიდე შოვში, და განახებ ჩემი და მაშოს გადაადგილებას, ველოდები თქვენს ზარს - სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავს.
ჯელაძე "ოცნების" თავმჯდომარეს ჰპირდება, რომ დეტალურად ანახებს მისი და მაშოს გადაადგილების გზას.
გავიგე, ბატონი ირაკლი კობახიძე პირველივე დღიდან შოვში არის და საკუთარი ძალებით ეხმარება ადამიანებს, რომ აპოვნინოს დაკარგული ადამიანები ოჯახს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, მე შემიძლია ბატონო ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამოვიდე შოვში, ძალიან კი გამიჭირდება მაგრამ შევძლებ ამოვალ და გავისაუბრო და განახებ ჩემს და მაშოს გადაადგილებას, ჩემს მონაყოლს თუ არ დაიჯერებ, იქ არიან ხალხი ვინ შეესწრო შემს ჯოჯოხეთურ გზას და თუ არც მაგ ადამიანების ნათქვამის გჯერა, არსებობს ვიდეო კადრები. ძალიან კარგად და მშვიდად ვგრძნობ მე თავს, რადგან ვარ ყველანაირად მართალი... ველოდები თქვენს ზარს". - წერს დავით ჯელაძე.
ხალხი, ვინც შოვში სიკვდილს თვალებში უყურებდა, დღეს ხელისუფლებამ მატყუარებად გამოაცხადა.
"ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა და ვინც ამას ამბობს, იტყუება.