აღიარება არ ყოფილა - ტალიაშვილი ბერას ინტერვიუზე

10.03.21 12:38
აღიარება არ ყოფილა - ტალიაშვილი ბერას ინტერვიუზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი თამარ ტალიაშვილი ამტკიცებს, რომ გუშინ ტელეიმედის ეთერში  ბერა ივანიშვილის ინტერვიუში არანაირი აღიარება არ ყოფილა. ამის შესახებ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა. 

იქ არანაირ აღიარებასთან დაკავშირებით თქვენ საიდან, თუ უსმინეთ ამ ინტერვიუს ალბათ დაინახეთ, რომ ცალსახად იყო საუბარი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის მცდელობა, რომ საკუთარი მმართველობის პერიოდში, როდესაც ისინი ახორციელებდნენ მუქარას, დაშინებას, ჩვენ გვაქვს პატარკაციშვილის, გირგვლიანის, რობაქიძის ქეისები, უამრავი საქმეები, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს აღიარებული, რომელიც გულისხმობდა განსხვავებული აზრის სასტიკ დევნას სააკაშვილის რეჟიმის მიერ, წარმოჩენა იმის, რომ თითქოს პირიქით, ოპოზიციური ძალა ატერორებდა მმართველი რეჟიმის მომხრეებს, ეს არის აბსურდი და გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა - თქვა ტალიაშვილმა. 

გუშინ, იმედის ეთერში გასული ინტერვიუს დროს ბერა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ეს საუბარი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან 2011 წლის ზაფხულში ჰქონდა. სადამსჯელო რაზმების მოქმედება ბერამ მის მიმართ განხორციელებული ბულინგით ახსნა და თქვა, რომ თუ დედას შეაგინებენ მომავალშიც ასე მოიქცევა.