გაბრაზებულები ვართ, Killers-ის მცდელობით, რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ - LOUDspeakers
ჯგუფი LOUDspeakers ბლექ სი არენაზე, კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტის მიერ სცენაზე რუსი დრამერის აყვანას ეხმაურება და რუსების და ქართველების ჩახუტების მცდებოს გამო გაბრაზებულია.
ქილერსის warm up-ზე დაკვრა საამაყო გვეგონა, მაგრამ რუსის დრამზე აყვანით და მცდელობით, რომ რუსები და ქართველები ჩაეხუტებინათ, ძალიან იმედგაცრუებულები და გაბრაზებულები ვართ. უნდა იცოდე სად ჩადიხარ! რუსეთი მტერი და ოკუპანტია!" - წერს LOUDspeakers.
LOUDspeakers ბლექ სი არენაზე The Killers-ის შოუმდე უკრავდა.
სტვენა და შეძახილები Black Sea Arena-ზე - საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მოწვეული ჯგუფის the killers სოლისტმა სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
მუსიკოსებმა გამოაცხადს, რომ "ჩვენ ყველანი ძმები ვართ", რასაც მწვავე პროტესტი მოჰყვა და მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.