არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის ჩვენი პოზიცია, ვიხდით ბოდიშს - Black Sea Arena

16.08.23 02:23
არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის ჩვენი პოზიცია, ვიხდით ბოდიშს - Black Sea Arena

"არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია" - ბლექ სი არენა The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.

"გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის Black Sea Arena-ს პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია", - წერს კომპანია Facebook-ზე.

Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები